ოფიციალურად: კარლოს ტევესი არგენტინული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

არგენტინელმა ექს-თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა, მწვრთნელობა დაიწყო.
„როზარიო ცენტრალის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ტევესი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა და გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“, „სიტის“, „იუვენტუსის“, „ბოკა ხუნიორსის“ და სხვა გუნდების ექს-ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ დაასრულა.
4 ტურის შემდეგ, არგენტინის ჩემპიონატში „როზარიო ცენტრალი“ 28 შესაძლოდან 22-ე ადგილს 4 მოპოვებული ქულით იკავებს.