ოფიციალურად: ხამესი კოლუმბიის ნაკრებიდან გაუშვეს და კოპა ამერიკას გამოტოვებს
კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კოპა ამერიკას გამოტოვებს.
აღნიშნულ ინფორმაციას სამხრეთამერიკული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
გარდა ამისა, 29 წლის ფეხბურთელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პერუსთან და არგენტინასთან გასამართ შეხვედრებშიც არ ითამაშებს.
"ევერტონის" ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შემადგენლობიდან სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ამოაგდეს - მიზეზი არადამაკმაყოფილებელი ფიზიკური კონდიციებია.
პრემიერ ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში ხამესმა "კანფეტების" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ფიფაშიც დაადასტურეს - რეალს ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ ერთი ევროც კი არ მიუღია