ავტორიზაცია

ოფიციალურად: ხავი მარტინესი ახალ კლუბში გადავიდა

ოფიციალურად: ხავი მარტინესი ახალ კლუბში გადავიდა
თარიღი 08 Jul 2021, 00:36

"ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი, ხავი მარტინესი კარიერას ყატარში გააგრძელებს.

32 წლის ესპანელი ადგილობრივ "ყატარში" ითამაშებს, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

მარტინესი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გარიგების დეტალები არ ხმაურდება.

გასულ სეზონში გამოცდილმა ნახევარმცველმა "ბაიერნის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.