ოფიციალურად: კლაუდიო რანიერი ამჟამინდელ გუნდს ტოვებს და შესაძლოა, ფიორენტინა ჩაიბაროს
„სამპდორიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიორ ანიერიმ, გამოაცხადა, რომ 2020/21-სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
„გუნდს უკვე ვუთხარი, რომ შემდეგი სეზონისთვის არ დავრჩები. არ მაქვს დასარჩენად შესაბამისი პირობები.
მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. იმედი მაქვს, მათ როგორც მწვრთნელი მოვეწონე. ყველას მადლიერი ვარ. ფეხბურთელები ჩინებულები იყვნენ. განსაკუთრებით ლოქდაუნის მომენტში, რომლის შემდეგაც სერია ა-ში ადგილი შევინარჩუნეთ.
ამ წელს ბევრი ვიბრძოლეთ, უამრავი კარგი მატჩი ჩავატარეთ, რამდენიმე ცუდიც, მაგრამ ეს ფეხბურთია. მინდა, ფეხბურთელებს დიდი მადლობა გადავუხადო.“ - აღნიშნა იტალიელმა.
კლაუდიო რანიერიმ შესაძლოა „ფიორენტინა“ ჩაიბაროს, რომელსაც სეზონის ბოლოს ჯუზეპე იაკინი ტოვბეს.
ოფიციალურად: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ სეზონის ბოლოს ვულვზს დატოვებს