ოფიციალურად: ლორენტემ ნაპოლი დატოვა და სერია ა-ს სხვა გუნდს მიაშურა

"ნაპოლის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდის აწი უკვე ყოფილი თავდამსხმელის, ფერნანდო ლორენტეს წასვლა დაადასტურა.
ვეტერანი ესპანელი ფორვარდი კარიერას გააგრძელებს "უდინეზეში", რომელთანაც მან 1.5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გარიგების სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. შეგახსენებთ, "ზებრებსა" და "ლურჯებამდე" ის აგრეთვე თამაშობდა ტურინის "იუვენტუსში", "ტოტენჰემში", "სევილიაში", ბილბაოს "ატლეტიკსა" და "სუონსიში".
"შავ-თეთრების" ახალწვეულ შემტევს კარიერის განმავლობაში ჩატარებული აქვს 663 შეხვედრა, რომელშიც მან 207 გოლი გაიტანა.
აქვე დავამატებთ, 35-წლის სტრაიკერი ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.