ოფიციალურად: მანჩესტერ იუნაიტედის ექს-მეკარე, სერხიო რომერო ახალ გუნდში გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი გოლკიპერი, სერხიო რომერო კარიერას იტალიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
34 წლის არგენტინელმა კიპერმა, რომელმაც "ეშმაკუნების" რიგები გასულ ზაფხულს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა, იტალიურ გუნდთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე გათვლილი ხელშეკრულება გააფორმა.
აღსანიშნავია, რომ რომეროს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს - 2011 წლიდან 2015 წლამდე იგი "სამპდორიას" ფეხბურთელი გახლდათ.
ცნობისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ 6 წელიწადში სამხრეთამერიკელმა მეკარემ პრემიერ ლიგაში 61 მატჩი ჩაატარა, თუმცა პრემიერ ლიგაში მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა.
მანჩინიმ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა: "ნომერ პირველია!"