ოფიციალურად: მანუელ ლოკატელი იუვენტუსის ფეხბურთელია
„სასუოლოს“ და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, მანუელ ლოკატელი, კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
ტურინულმა გუნდმა ევროპის ახალი ჩემპიონი 35 მილიონ ევროდ გაიფორმა და მას 5-წლიან კონტრაქტზე მოაწერინა ხელი.
„სასუოლომ“ და „იუვენტუსმა“ 2-წლიან იჯარაზე მოილაპარაკეს, 2023 წლის ივნისში კი ტურინულ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ მოუწევს - ეს ვალდებულებაა და არა შესაძლებლობა.
ანალოგიური სისტემით დაიმატა „იუვენტუსმა“ „ფიორენტინადან“ ფედერიკო კიეზაც დაიმატა.
„იუვეს“ გარდა ლოკატელის შეძენით ლონდონის „არსენალიც“ ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელის პრიორიტეტი სწორედ „ბებერი სინიორა“ იყო და თავისი გუნდის ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ სწორედ „იუვეს“ შეთავაზებას დალოდებოდა.