ოფიციალურად: პარი სენ ჟერმენის გოლკიპერი ლა ლიგის კლუბში გადავიდა

"პარი სენ ჟერმენმა" გოლკიპერ სერხიო რიკოს "მალიორკაში" იჯარის წესით გადასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
ასე და ამგვარად, 28 წლის მეკარე ბალეარის კუნძულებზე 2022 წლის 30 ივნისამდე იასპარეზებს.
ამ სეზონში "პსჟ"-ს რიგებში რიკოს კონკურენტები ჯანლუიჯი დონარუმა და კეილორ ნავასი იყვნენ, ამიტომაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია.
ესპანელმა კარის დარაჯმა პარიზელთა მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ნოემბერში "ნანტთან" (3:1) გამართულ შეხვედრაში - მინდორზე იგი ნავასის გაძევების შემდეგ შეცვლაზე მოგვევლინა.
ცნობისთვის, "მალიორკა" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-17 ადგილს იკავებს.