ავტორიზაცია

ოფიციალურად: პეპე რეინა ლა ლიგაში დაბრუნდა

ოფიციალურად: პეპე რეინა ლა ლიგაში დაბრუნდა
თარიღი 09 ივლ 2022, 10:49

"ვილიარეალმა" ოფიციალური საიტის მეშვეობით გოლკიპერ პეპე რეინას დამატება დაადასტურა.

39 წლის ესპანელს "ლაციოსთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ლა ლიგის კლუბში უფასოდ გადავიდა.

ვეტერანმა კიპერმა "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" ერთ წელზე გათვლილ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ასე და ამგვარად, 17 წლის შემდეგ რეინა "ვილიარეალში" დაბრუნდა. "ბარსელონას" აღზრდილი კასტელონის პროვინციის კლუბში 2002 წელს გადავიდა, 2005 წელს კი "ლივერპულის" ფეხბურთელი გახდა.

გასულ სეზონში პეპემ ყველა ტურნირზე ერთად "ლაციოს" ღირსება 17 მატჩში დაიცვა და 33 გოლი გაუშვა.