ავტორიზაცია

ოფიციალურად: პსჟ-ს ესპანელი მეკარე კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

ოფიციალურად: პსჟ-ს ესპანელი მეკარე კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს
თარიღი 21 იან 2022, 17:01

„პარი სენ-ჟერმენის“ ესპანელი გოლკიპერიო, სერხიო რიკო, კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

„მალიორკას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ მეკარე მათ გუნდს „პსჟ-დან“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა „მალიორკას“ სეზონის ბოლოს რიკოს გამოსყიდვის უფლება. 

28 წლის რიკო პარიზულ გრანდში ჯიჯი დონარუმასთან და კეილორ ნავასთან კონკურენციას აგებდა და ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩის ჩატარება მოასწრო. 

სერხიო რიკო „პსჟ-ში“ „სევილიადან“ 2019 წელს იჯარით გადავიდა, შემდეგ კი პარიზულ გუნდმა ის 6 მილიონად გამოისყიდა. 

„პარიზში“ ფეხბურთელმა 24 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 16 გოლი გაუშვა და 14-ჯერ კარი მშრალად შეინახა. 

„სევილიას“ მაისურით რიკოს 170 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 218 გოლი გაუშვა და უგოლოდ მოედანი 58-ჯერ დატოვა.