ოფიციალურად: რაჯა ნაინგოლანის ახალი გუნდი ცნობილია
33 წლის ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.
კლუბის ოფიციალური „ტვიტერ-ექაუნთის“ ინფორმაციით, რაჯა სათამაშოდ „ანტვერპენში“ გადავიდა.
ბელგიურ გუნდთან რაჯამ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ის გუნდს უფასოდ ერგო, მას შემდეგ რაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე „ინტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.
რაჯასთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე სავარაუდო ვარიანტებად „კალიარი“ და „ბეშიქთაში“ სახელდებოდნენ, თუმცა ფეხბურთელმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ნაინგოლანი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს. 2020/21-სეზონი მან იჯარით „კალიარიში“ გაატარა და 22 მატჩში 1 გოლიც გაიტანა.