ოფიციალურად: სევილიამ პორტუს ნახევარმცველი იყიდა
"სევილიამ" "პორტუს" ნახევარმცველის, ხესუს კორონას გადაბირება დაადასტურა.
29 წლის მექსიკელმა ესპანურ კლუბთან 2024/25 წლების სეზონის ბოლომდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.
Transfermarkt.com-ის ვერსიით, ანდალუსიელებს აღნიშნული ტრანსფერი 3 მილიონი ევრო დაუჯდათ.
2021/22 წლების სეზონში კორონამ ყველა ტურნირზე ერთად "პორტუს" რიგებში 17 მატჩი ჩაატარა და 1 ასისტი გააკეთა.