ავტორიზაცია

ოფიციალურად: შალკე 04-მა რუსულ გაზპრომთან კონტრაქტი გაწყვიტა

ოფიციალურად: შალკე 04-მა რუსულ გაზპრომთან კონტრაქტი გაწყვიტა
თარიღი 28 Feb 2022, 15:45

გერმანულმა „შალკემ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა თავის მრავალწლიან სპონსორთან, რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ.

„შალკეს დირექტორთა საბჭომ დამკვირვებელთა საბჭოს თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება „გაზპრომთან“ თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. 

გერმანულ გუნდს „გაზპრომი“ 2007 წლის შემდეგ სპონსორობდა, რის გამოც ამ კომპანიის სახელი გუნდის მაისურზეც იყო გამოსახული.

ჯერ კიდევ კონტრაქტის გაწყვეტამდე, გელზენკირხენულმა გუნდმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ „გაზპრომის" წარწერას მაისურიდან მოაშორებდა, თუმცა გუნდი ამით არ დაკმაყოფილდა და სპონსორთან კონტრაქტის გაწყვეტაც გადაწყვიტა. 

ამჟამად „შალკე“ მეორე ბუნდესლიგაში ასპარეზობს და 41 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, თუმცა ამოსვლის კარგ შანსებს მაინც ინარჩუნებს.