ოფიციალურად: სინიშა მიჰაილოვიჩი ბოლონიადან დაითხოვეს
„ბოლონიას“ ახალი მწვრთნელის ძიება მოუწევს.
კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა სინიშა მიჰაილოვიჩის გაშვების შესახებ, რომელიც გუნდს 2019 წლიდან წვრთნიდა.
„ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა, რომელიც მას შემდეგ მივიღე, რაც კლუბი ჩავიბარე. ამ წლებში დიდებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა სინიშასთან, გვქონდა მტკივნეული მომენტებიც, რომლებმაც ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაამყარა.“ - აღნიშნა პრეზიდენტმა ჯოუი საპუტომ.
ამჟამად „ბოლონია“ სერია ა-ში მე-16 ადგილს იკავებს, გუნდს 5 ტურის შემდეგ არცერთი მოგება არ აქვს - 3 ფრე და 2 მარცხი.
11 სექტემბერს „ბოლონია“ უკვე ახალ ან დროებით მწვრთნელთან ერთად „ფიორენტინას“ უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წელია, მიჰაილოვიჩი ლეიკემიას ებრძვის, საბედნიეროდ, წარმატებით.