ოფიციალურად: ტიაგო მოტამ სერია ა-ს კლუბი ჩაიბარა
"სპეციას" ახალი მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა გახდა, წერს კლუბის ოფიციალური საიტი.
არსებული ცნობით, კონტრაქტი სამ წელიწადზეა გათვლილი. სპეციალისტმა აღნიშნულ თანამდებობაზე ვინჩენცო იტალიანო გახდა, რომელმაც "ფიორენტინა" ჩაიბარა.
პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, 2018 წელს, 38 წლის მოტამ "პსჟ"-ს ახალგაზრდული გუნდის თავკაცად იმუშავა, 2019 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე კი "ჯენოას" ედგა სათავეში.