ოფიციალურად: უეინ რუნიმ ახალი გუნდი ჩაიბარა, რომელშიც ფეხბურთელობისას ორი წელი გაატარა

უეინ რუნი სამწვრთნელო კარიერას აშშ-ში გააგრძელებს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი „დისი იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.
36 წლის სპეციალისტი მლს-ში ვაშინგტონური გუნდის შემადგენლობაში 2018-2019 წლებში თამაშობდა.
აქამდე რუნის ერთადერთი სამწვრთნელო გამოცდილება „დერბი ქაუნთი“ იყო, რომელიც მან ივნისში ჩემპიონშიფიდან გავარდნის და ფინანსური პრობლემების გამო დატოვა.
17 მატჩის შემდეგ „დისი იუნაიტედი“ MLS-ის აღმასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილს იკავებს.