ავტორიზაცია

ოფიციალურად: უეინ რუნიმ დერბი ქაუნთი დატოვა

ოფიციალურად: უეინ რუნიმ დერბი ქაუნთი დატოვა
თარიღი 24 ივნ 2022, 22:00

„მან იუნაიტედის“ ექსფორვარდი უეინ რუნი „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.

ინგლისელი გუნდს 2020 წლიდან წვრთნიდა და შარშან ჩემპიონშიფიდან გავარდნისგან ვერ იხსნა.

2021 წლის სექტემბერში გუნდი გარე მმართველობაზე გადავიდა, რის გამოც 12 ქულა ჩამოაკლეს, შემდეგ კი ფინანსური პრობლემების გამო - კიდევ 9.

„ჩემი ამ გუნდში ყოფნა ამერიკული რბოლები იყო ემოციების თვალსაზრისით, მაგრამ ამ გამოწვევით ვისიამოვნე. ახლა კი ვფიქრობ, რომ გუნდს უფრო დასვენებული და ახალი ემოციების მქონე ადამიანი უნდა მართავდეს იმ 18 თვის შემდეგ, რომელიც აქ გავატარე.

დღეს მმართველებს შევხვდი და წასვლის გადაწყვეტილება ვამცნე. მართალია, ცდილობდნენ ჩემი აზრის შეცვლას, მაგრამ მე ყველაფერი გადავწყვიტე.“ - აღნიშნა ლეგენდარულმა ექსთავდამსხმელმა.