ოფიციალურად: ანხელ დი მარია ბენფიკაში დაბრუნდა
არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია კარიერას ბენფიკაში გააგრძელებს.
ლისაბონურმა გრანდმა დი მარიას ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
დი მარია ბენფიკას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
35 წლის შემტევი ბენფიკაში 2007-2010 წლებში თამაშობდა და გუნდის მაისურით 121 მატჩში 15 გოლი და 28 საგოლე პასი მიითვალა.
უკანასკნელი კლუბი ანხელისთვის იუვენტუსი იყო, რომელშიც მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და უფასოდ წავიდა.