ოფიციალურად: ანსუ ფატი ტრავმირებულია

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანსუ ფატიმ მარჯვენა ბარძაყის არეში ტრავმა მიიღო.
22 წლის ფეხბურთელი დღევანდელ ვარჯიშზე დაზიანდა, რის გამოც, დაახლოებით, 4 კვირა გაუცდება.
ანსუმანემ მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა: 4 ლა ლიგაში, 3 კი - ჩემპიონთა ლიგაზე. ჯერჯერობით, მის ანგარიშზე არც გოლია და არც ასისტი.