ავტორიზაცია

ოფიციალურად: ანტონიო კონტე ნაპოლის მთავარი მწვრთნელია!

ოფიციალურად: ანტონიო კონტე ნაპოლის მთავარი მწვრთნელია!
თარიღი 05 Jun 2024, 14:07
იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე სერია A-ში დაბრუნდა. 

იტალიელი სპეციალისტი "ნაპოლის" მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა. 

ამის შესახებ ნეაპოლიტანური კლუბის პრესსამსახური 
იტყობინება. 

მხარეებმა ხელი მოაწერეს გრძელვადიან ხელშეკრულებას, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. 

"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატის ბოლო სეზონი 53 ქულით მეათე ადგილზე დაასრულა.