ოფიციალურად: ატლეტიკოს ბრაზილიელი შემტევი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს
თავდამსხმელი მატეუს კუნია „ატლეტიკოს“ ტოვებს და პრემიერ ლიგაში გადადის.
23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ „ვულვერჰემპტონმა“ ოფიციალურად დაადასტურა.
ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე „ვულვზს“ იჯარით შეუერთდა და გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, მისი კონტრაქტი ავტომატურად იქნება გამოსყიდული.
თუ ასე მოხდა, კუნია „ვულვერჰემპტონთან“ კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
საბოლოო ჯამში, „ვულვზს“ კუნიას ტრანსფერი 40-50 მილიონი ევრო დაუჯდება.