ოფიციალურად: ბარსელონამ ხავისთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურა, რომელშიც ერთი საინტერესო პუნქტია ჩაწერილი

ხავის შეუძლია კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაიხანგრძლივოს, თუ ამ სეზონში წარმატებული იქნება.
დღეს „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანელმა სპეციალისტმა გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
El Periodico-ს ინფორმაციით, ეს ერთწლიანი გახანგრძლივება ავტომატური გახდება იმ შემთხვევაში, თუ „ბლაუგრანა“ ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდება ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედი კონტრაქტი 2024/2025 სეზონის ბოლოს დასრულდება.
ხუთი ტურის შემდეგ, „ბარსა“ 13 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და „რეალს“ ორი ქულით ჩამორჩება.