ოფიციალურად: ბენ დოაკი ევროპის ჩემპიონატზე შოტლანდიას ვერ მიჰყვება
ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბენ დოაკი ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
18 წლის თავდამსხმელი შოტლანდიის ნაკრების წინასწარ განაცხადში შეიყვანეს, რომ ამხანაგურ მატჩში მაინც ეთამაშა და ევრომდე დებიუტი ჰქონოდა, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს.
“სამწუხაროდ, ბენ დოაკი დაზიანების გამო ევრო 2024-ისთვის ნაკრების საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა. ბენ - ვიცით, რომ მალე “ჰემპდენ პარკზე” შოტლანდიის მაისურით გიხილავთ,“ - ვკითხულობთ შოტლანდიის ნაკრების ოფიციალურ განცხადებაში.
დოაკს ლივერპულის რიგებში დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. მას მუხლზე ოპერაციაც ჩაუტარდა. ბენის დაბრუნების თარიღი უცნობია.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიელმა Mirror-თან საუბრისას განაცხადა, რომ 2-3 კვირაა ვარჯიშობს და ევროპის ჩემპიონატისთვის მზად იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის რეაბილიტაცის ვერ ასწრებს.