ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბენჟამინ პავარი ინტერის ფეხბურთელია

ოფიციალურად: ბენჟამინ პავარი ინტერის ფეხბურთელია
თარიღი 30 Aug 2023, 23:43
მიუნხენის „ბაიერნის" მცველი ბენჟამინ პავარი კარიერას „ინტერში" გააგრძელებს.

მილანურმა კლუბმა ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბებმა შეთანხმებას 30+2 მილიონ ევროდ მიაღწიეს, პავარმა კი კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

ფეხბურთელს „ბაიერნთან" კონტრაქტი გაისად ეწურებოდა და მან გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რამაც მიუნხენურ კლუბს მისი გაყიდვისკენ უბიძგა.