ოფიციალურად: ბრაზილიამ დორივალ ჟუნიორი გაუშვა | ფედერაციამ მისი შემცვლელი უკვე შეარჩია

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბრაზილიის ფეხბურთელის ფედერაციამ დორივალ ჟუნიორი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის სპეციალისტის გაშვება არგენტინასთან მატჩის პირველივე ტაიმში გადაწყდა. მის მოხსნას მანამდეც ფიქრობდნენ - მეტიც, ეს 90%-ით გადაწყვეტილი იყო.
დორივალმა "პენტაკამპეონები" 2024 წელს ჩაიბარა. ჟუნიორის ხელში "სელესაომ" 16 მატჩი ჩაატარა - 7 მოიგო, 3 წააგო და 6 ფრედ ითამაშა.
Globo იტყობინება, რომ დორივალის შეცვლის მთავარი კანდიდატი პორტუგალიელი ჟორჟე ჟეზუსია. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ედნალდო როდრიგესს ყველაზე მეტად კარლო ანჩელოტის დანიშვნა სურდა, მაგრამ, რადგან ის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულებამდე დაკავებული იქნება, არჩევანი ჟეზუსზე შეაჩერა.

პორტუგალიელი მწვრთნელი მზად იქნება, "სელესაო" მაისში ჩაიბაროს. ის ამჟამად ალ ჰილალს წვრთნის, რომელთანაც კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.
ბრაზილიას ივნისში 2 მატჩი ელის და ახალი თავკაცის მოყვანა მალე სურს.