ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჩაბი ალონსომ მადრიდული კლუბი დატოვა

ოფიციალურად: ჩაბი ალონსომ მადრიდული კლუბი დატოვა
თარიღი 12 Jan 2026, 21:36
ოფიციალურად: ჩაბი ალონსო რეალ მადრიდს აღარ გაწვრთნის.

ესპანურმა გრანდმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩაბიმ რეალ მადრიდის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 

მადრიდელებმა ესპანელი მწვრთნელის შემცვლელად, ალვარო არბელოა დანიშნეს, რომელმაც კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და საქმეს ხვალიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, ჩაბი ალონსომ რეალ მადრიდი 2025 წლის ზაფხულში ჩაიბარა. ამ დროში ესპანელის ხელმძღვანელობით გუნდმა 34 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 24 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, ხოლო 6-ჯერ დამარცხდა.