ოფიციალურად: ჩელსის ლიამ როსენიორი ჩაიბარებს

ოფიციალურად: ჩელსის ლიამ როსენიორი ჩაიბარებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და ინგლისელი მწვრთნელი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს საათებში გააფორმებს.
ლიამმა ლონდონურ გრანდში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა: "მე მალე ჩელსის, მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი კლუბის მწვრთნელი გავხდები".
ინგლისელი აქამდე ფრანგულ გუნდს, სტრასბურგს 2024 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა და 63 შეხვედრაში, 32 მოგება, 14 ფრე და 17 მარცხი დაუგროვდა.

