ოფიციალურად: დანი კარვახალმა რეალ მადრიდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
რეალ მადრიდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დანი კარვახალმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ესპანელი მარჯვენა მცველის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
გუშინ, ვილიარეალთან მატჩში, მუხლის სერიოზული ტრავმის მიღების შემდეგ "ლოს ბლანკოსი" 32 წლის ფეხბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.