ავტორიზაცია

ოფიციალურად: დემირბაი გალათასარაის ფეხბურთელია

ოფიციალურად: დემირბაი გალათასარაის ფეხბურთელია
თარიღი 03 აგვ 2023, 16:23
30 წლის ნახევარმცველმა კერემ დემირბაიმ ლევერკუზენის "ბაიერი" დატოვა და კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 

ფეხბურთელი სტამბოლის "გალათასარაის" შეუერთდა, ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

თურქულმა გრანდმა დემირბაისთან გააფორმა გრძელვადიანი სამუშაო კონტრაქტი, რომელიც 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 

2022/2023 წლების სეზონში ნახევარმცველმა ლევერკუზენის გუნდის შემადგენლობაში 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.