ავტორიზაცია

ოფიციალურად: დიეგო გოდინმა კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: დიეგო გოდინმა კარიერა დაასრულა
თარიღი 30 ივლ 2023, 20:47
37 წლის ასაკში, ვეტერანმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა დიეგო გოდინმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

გოდინი ბოლოს არგენტინის კლუბ "ველესში' თამაშობდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მისი კარიერის საუკეთესო წლების კი მადრიდის "ატლეტიკოს" უკავშირდება. ესპანურ კლუბში მან 9 წელი გაატარა.

გოდინს კარიერაში არაერთი ტიტული აქვს. მოგებული აქვს კოპა ამერიკა, ლა ლიგა, 2-ჯერ ევროპა ლიგა, 3-ჯერ ევროპის სუპერთასი, კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი და სუპერკოპა.

ამასთანავე გოდინმა ნაკრებთან ერთად 4-ჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და 7-ჯერ კოპა ამერიკაზე.