ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფერნანდო სანტუში პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

ოფიციალურად: ფერნანდო სანტუში პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს
თარიღი 13 სექ 2023, 19:51
პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდო სანტუში პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონმა პოლონეთის ნაკრები ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარა.

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ხუთი მატჩის შემდეგ, პოლონეთი ექვსი ქულით E ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.