ოფიციალურად: ფლორიან ვირცი ლივერპულის ფეხბურთელია

ფლორიან ვირცმა ლევერკუზენი დატოვა და კარიერას ლივერპულში გააგრძელებს — ინგლისურმა გრანდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ლივერპულის ხელმძღვანელობამ 22 წლის გერმანელში 140 მილიონი ევრო გადაიხადა, ხოლო თავად ფეხბურთელთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ 2024/25 წლების სეზონში, ფლორიან ვირცმა ლევერკუზენის მაისურით 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლთან ერთად 15 ასისტი გაიფორმა.