ავტორიზაცია

ოფიციალურად: ფრედი ფენერბახჩეს ფეხბურთელია

ოფიციალურად: ფრედი ფენერბახჩეს ფეხბურთელია
თარიღი 12 აგვ 2023, 11:03
ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი მანჩესტერ "იუნაიტედიდან" "ფენერბახჩეში" გადავიდა.

თურქულმა კლუბმა 30 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით გამოაცხადა. 

როგორც ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ბრაზილიელის ტრანსფერი "ფენერბაჰჩეს" ბონუსების ჩათვლით 15 მილიონი ევრო დაუჯდება.

ფრედმა მანჩესტერ "იუნაიტედის" შემადგენლობაში 213 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.