ოფიციალურად: გაბრიელ სიგუა ბაზელის ფეხბურთელია!

საქართველოს ნაკრებისა და თბიკისის "დინამოს" 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა კარიერას შვეიცარიულ "ბაზელში" გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ბაზელის" ოდიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. სიგუას კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ სიგუამ 2023 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებაში 16 მატჩი ჩაატრა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.