ოფიციალურად: გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის "სპორტინგში" გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ლევანტეს" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
25 წლის ქოჩორაშვილი სეზონის ბოლომდე "ლევანტეში" დარჩება და "სპორტინგს" პირველ ივლისს შეუერთდება.
ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილმა 26 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 6 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.