ოფიციალურად: იკერ მუნიაინი კარიერას არგენტინაში გააგრძელებს

ბილბაოს ლეგენდარული ფეხბურთელი, იკერ მუნიაინი თავისუფალი აგენტის სტატუსით სან ლორენცოში გადავიდა.
ბასკი შემტევი ატლეტიკში 2009-2024 წლებში ასპარეზობდა და გუნდი მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა.
აღსანიშნავია, რომ მუნიაინი ისტორიაში მე-8 ესპანელი იქნება, ვინც სან ლორენცოს ღირსებას დაიცავს. არგენტინულ კლუბში ასევე უთამაშიათ: ისიდრო ლანგარას (1938-1943), ხოსე ირარაგორის (1939-1941), ემილინ ალონსოს (1940-1941), ანხელ სუბიეტას (1939-1952), ფერნანდო გარსიას (1941-1942), მარიანო პერნიასა (1997-1999) და ხავიერ არტეროს (1999-2000).
აღსანიშნავია, რომ ის ესპანელები, რომლებიც სან ლორენცოში 1930-იან წლებში მივიდნენ, მუნიაინის მსგავსად, ბასკები იყვნენ, და ესპანეთის სამოქალაქო ომს გაექცნენ.