ავტორიზაცია

ოფიციალურად: ინტერმა ზომერის ტრანსფერი დაადასტურა

ოფიციალურად: ინტერმა ზომერის ტრანსფერი დაადასტურა
თარიღი 07 Aug 2023, 22:33
„ინტერმა“ შვეიცარიელი მეკარის, იან ზომერის ტრანსფერი დაადასტურა.

მილანური კლუბი მიუნხენის „ბაიერნს“ 34 წლის გოლკიპერის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაუხდის.

ზომერი „ინტერთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდში „მან იუნაიტედში“ წასულ ანდრე ონანას ჩაანაცვლებს.

შვეიცარილი მეკარე „ბაიერნს“ შარშან შუა სეზონში შეუერთდა და მიუნხენური გუნდის მაისურით ბუნდესლიგაში 19 მატჩი ჩაატარა.