ოფიციალურად: ჯანლუიჯი ბუფონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ჯანლუიჯი ბუფონმა ფეხბურთიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაცხადა.
ჯანლუიჯი ბუფონმა კარიერა 1995 წელს "პარმაში" დაიწყო და გუნდში 2001 წლამდე თამაშობდა.
ამის შემდეგ იტალიელი მეკარე "იუვენტუსში" 2018 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი "პსჟ"-ში გატარებული სეზონის შემდეგ 2019 წელს "პარმაში" დაბრუნდა.
2010 წელს ბუფონი იტალიის ნაკრების კაპიტანი გახდა, 2018 წელს კი ეროვნული ნაკრებიდან წავიდა.
მან მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატში (1998, 2002, 2006, 2010, 2014). 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ის ასევე ტურნირის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
ბუფონმა ბოლო ორი სეზონი მშობლიურ "პარმაში" გაატარა და სერია B-ში 44 მატჩში ითამაშა.