ოფიციალურად: ჯოვინო ფლამარიონი ვალანსიენის ფეხბურთელია
ჯოვინო ფლამარიონმა ბათუმის დინამო დატოვა და კარიერას ფრანგულ ვალანსიენში გააგრძელებს
27 წლის ბრაზილიელი შემტევი ბათუმის დინამოს ღირსებას 2017 წლიდან იცავდა და ჩატარებულ 184 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა და 24 ასისტი გაიფორმა
ვალანსიენი მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს და 17 ტურის შემდეგ 11 ქულით ბოლო ადგილს იკავებს