ოფიციალურად: კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

კარლო ანჩელოტი სეზონის ბოლოს მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და კარიერას ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გააგრძელებს.
65 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ზაფხულში ეროვნულ ნაკრებში მუშაობას ოფიციალურად დაიწყებს.
A maior Seleção da história do futebol agora será liderada pelo técnico mais vitorioso do mundo. Carlo Ancelotti, sinônimo de conquistas históricas, foi anunciado nesta segunda-feira (12) pelo presidente da CBF, Ednaldo Rodrigues, como o novo técnico da Seleção Brasileira. Ele… pic.twitter.com/grw3Rb1BmL
— CBF Futebol (@CBF_Futebol) May 12, 2025
შეგახსენებთ, რომ აქამდე კარლო ანჩელოტის სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება არ ქონია — სხვადასხვა დროს ის იუვენტუსის, მილანის, ჩელსის, პსჟ-ს, ბაიერნის, ნაპოლის, ევერტონის და რეალის მთავარი მწვრთნელი იყო.