ავტორიზაცია

ოფიციალურად: კევინ დე ბრუინი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს

ოფიციალურად: კევინ დე ბრუინი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს
თარიღი 13 Jun 2025, 10:43
კევინ დე ბრუინმა მანჩესტერ სიტი დატოვა და კარიერას იტალიაში გააგრძელებს — ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

33 წლის ბელგიელმა ნახევარმცველმა ნაპოლისთან 2 წლიანი კონტრაქტი გაფორმა, რომელიც შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინი მანჩესტერ სიტის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 422 შეხვედრაში 108 გოლი გაიტანა და 177 ასისტი გაიფორმა.