ოფიციალურად: ხავიერ მასკერანო ინტერ მაიამის მთავარი მწვრთნელია
ინტერ მაიამიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელად ხავიერ მასკერანო დაინიშნა.
არგენტინელმა სპეციალისტმა ამერიკულ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
დევიდ ბექჰემი (კლუბის თანამფლობელი): "როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გამოცდილი მწვრთნელი, ხავიერი თავისი სიდიადის დემონსტრირებას ყოველთვის ახდენდა - დაუოკებელი მონდომება ცოდნით, ინსტინქტებითა და გაგებით. აღფრთოვანებულნი ვართ, რომ ის ჩვენს გუნდს გაუძღვება."
ხავიერ მასკერანო: "ინტერ მაიამისნაირი გუნდის ჩაბარება დიდი პატივი და პრივილეგიაა - ამ შესაძლებლობისთვის მაქსიმუმს გავიღებ. კლუბის ამბიციებმა და ინფრასტრუქტურამ მიმიზიდა. მუშაობს დაწყებას მოუთმენლად ველი. მინდა, გუნდს განვითარებაში დავეხმარო და ფანებს დაუვიწყარი მომენტები ვაჩუქო."
მაიამიში მისვლამდე, "ელ ხეფესიტო" არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა. აღსანიშნავია, რომ მას ახალ გუნდში ყოფილი თანაგუნდელები - ლეო მესი, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა დახვდებიან.
აქამდე, ინტერ მაიამის ტატა მარტინო წვრთნიდა, რომელმაც სამსახური პირადი მიზეზების გამო დატოვა.