ოფიციალურად: კლემან ლანგლე იჯარით ატლეტიკოში გადავიდა

ოფიციალური ინფორმაციით, კლემან ლანგლე ბარსელონადან 1-წლიანი იჯარით ატლეტიკოში გადავიდა.
წასვლამდე, ფრანგმა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 1 წლით, 2027 წლამდე გაახანგრძლივა (ხელფასის გადასავადებლად). მადრიდელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.
ლანგლე ბარსას იჯარით ზედიზედ მე-3 სეზონში ტოვებს. 2022/23 წლების სეზონი მან ტოტენჰემში გაატარა, გასული სეზონი კი - ასტონ ვილაში.
კლემანი ჰანსი ფლიკმა პრესეზონზე ათამაშა, მაგრამ ის კლუბის გეგმებში არ შედის.
კლემანი ჰანსი ფლიკმა პრესეზონზე ათამაშა, მაგრამ ის კლუბის გეგმებში არ შედის.
davlasha
ტოპ კომენტარი
0
26 Aug 2024, 16:21
წავიდა და წავიდეს რააა როო? ვის რა დააკლდება