ავტორიზაცია

ოფიციალურად: კლოპი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს

ოფიციალურად: კლოპი სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს
თარიღი 26 იან 2024, 15:17
მიმდინარე სეზონის ბოლოს, იურგენ კლოპი ლივერპულს დატოვებს - ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გერმანელმა სპეციალისტმა ლივერპული 2015 წელს ჩაიბარა და ჩატარებულ 464 მატჩში 288 მოიგო, 96 ფრედ დაასრულა და 80-ჯერ დამარცხდა.

ინგლისურ კლუბთან ერთად კლოპმა თითო პრემიერ ლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის იურგენ კლოპს ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.