ოფიციალურად: ლაზარ სამარჯიჩი ატალანტას ფეხბურთელია

უდინეზეს შემტევი ნახევარმცველი, ლაზარ სამარჯიჩი კარიერას ატალანტაში გააგრძელებს — ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურა.
ბერგამოულმა კლუბმა 22 წლის სერბ ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც სამომავლოდ შესაძლოა 5 მილიონი ევროს ბონუსები დაემატოს.
ლაზარ სამარჯიჩი უდინეზეს ღირსებას 2021 წლიდან იცავდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 98 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გაიფორმა.