ოფიციალურად: ლესტერმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

ლესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სტივ კუპერი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“მელიებმა” უელსელი სპეციალისტის გაშვება ჩელსისთან წაგების (1-2) შემდეგ გადაწყვიტეს. მასთან ერთად, გუნდი მწვრთნელის ასისტენტმა ალამ ტეიტმა და ანალიტიკოსმა სტივ რენდსმაც დატოვეს.
პრემიერ ლიგაში დაწინაურების შემდეგ, ლესტერმა 12 ტურში მხოლოდ 2 მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა. კუპერმა თავისი სამსახური მხოლოდ 5 თვე შეინარჩუნა.
უელსელამდე ლესტერს ენცო მარესკა წვრთვნიდა, რომელიც ახლა ჩელსის თავკაცია.