ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლევან კუტალია ბათუმის დინამოში ითამაშებს

ოფიციალურად: ლევან კუტალია ბათუმის დინამოში ითამაშებს
თარიღი 13 მარ 2024, 19:26
34 წლის ფორვარდი ლევან კუტალია კარიერას ბათუმის "დინამოში" გაარძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარული გუნდის ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ კუტალია ბოლოს სომხურ "ალაშკერტში" თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 19 შეზვედრაში 12 გოლი გაიტანა.

ბათუმის "დინამოს" ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშების საწყის სამ ტურში 9 ქულა მოიპოვა და ჩემპიონატს გორის "დილასთან" ერთად ლიდერობს.