ოფიციალურად: ლიონის მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ლიონის ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის შედეგებით უკმაყოფილოა და რამდენიმე დღის წინ, მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი გუნდიდან გაუშვა.
დღეს კი ფრანგულ კლუბში მთავარ მწვრთნელად პაულო ფონსეკა დაინიშნა, რომელმაც წლევანდელი სეზონში მილანში დაიწყო და როსონერიმ ის ერთი თვის წინ გაათავისუფლა.
პაულო ფონსეკამ სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს დაიწყო და საფრანგეთის ლიგა 1-ში მუშაობის გამოცდილება აქვს — 2022-24 წლებში ის ლილის თავკაცი იყო.
🚨 @PFonsecaCoach est notre nouvel entraîneur ! 🔴🔵
— Olympique Lyonnais (@OL) January 31, 2025
Bienvenue, Paulo ! 🤝