ავტორიზაცია

ოფიციალურად: ლუკა გაგნიძემ დინამო მოსკოვი დატოვა — ქართველის ახალი კლუბი ცნობილია

ოფიციალურად: ლუკა გაგნიძემ დინამო მოსკოვი დატოვა — ქართველის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 02 Sep 2025, 11:44
ოფიციალურად — ლუკა გაგნიძე დინამოს მოსკოვიდან კარიერას გრანადაში გააგრძელებს.

ესპანურმა კლუბმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის გარიგება დაადასტურა.

მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. გრანადას ლუკა გაგნიძის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

შეგახსენებთ, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით კრილია სოვეტოვში გაატარა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.