ოფიციალურად: მადრიდის რეალმა 22 წლის მარცხენა მცველი დაიმატა

მადრიდის რეალმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა — ინფორმაცია სამეფო კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ალვარო კარერასმა ბენფიკა დატოვა და კარიერას რეალში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბმა ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ ბენფიკაში 2023 წლიდან ირიცხებოდა და პორტუგალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 68 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გაიფორმა.